წესები და პირობები

წესები და პირობები წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და შპს „მელო ჯორჯიას“ (შემდგომში „კომპანია“„მელო“ “MELO” ან/და www.melo.delivery ) შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას და არეგულირებს თქვენ მიერ www.melo.delivery-ს ვებსაიტის გამოყენებას. MELO თქვენგან ან მესამე პირებისგან მოპოვებულ ინფორმაციას იყენებს და ამუშავებს განსაზღვრული კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად. www.melo.delivery-ს გამოყენების წესებსა და პირობებზე დათანხმებით თქვენ, ასევე, ეთანხმებით კომპანიის კონფიდენციალურობის პოლიტიკას. გთხოვთ, ვებსაიტის გამოყენებამდე გაეცნოთ გამოყენების წინამდებარე წესებს. ტერმინთა განმარტება: 1.1. წინამდებარე პირობებში გამოყენებულ ტერმინებსა და განმარტებებს გააჩნიათ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა. გარდა იმ შემთხვევებისა, თუ დოკუმენტის კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ არ გამომდინარეობს: 1.1.1. ანგარიში – ნიშნავს მომხმარებლის მიერ ვებსაიტზე რეგისტრირებულ ანგარიშს; 1.1.2. ავტორიზაცია – ნიშნავს მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშზე წვდომას; 1.1.3. გამოყენების წესები – ნიშნავს წინამდებარე წესებს; 1.1.4. ვებსაიტი – აღნიშნავს www.melo.delivery-ს, რომლის მეშვეობითაც ხდება სხვადასხვა მომსახურების გაწევა; 1.1.5. მომხმარებელი, მომხმარებლები – ნიშნავს www.melo.delivery -ზე რეგისტრირებულ ანგარიშის მქონე პირს; 1.1.6. კომპანია, ჩვენ ან ჩვენი – ნიშნავს www.melo.delivery-ს, რომელიც რეგისტრირებულია და არსებობს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სახელწოდება შპს მელო ჯორჯია, საიდენტიფიკაციო კოდი: 405644593 , რეგისტრირებული მისამართი: საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, ვაჟა ფშაველას გამზირი, N41, სართული I ან მასთან დაკავშირებულ ან მის ნებისმიერ შვილობილ პირს; 1.1.7. მხარეები – ნიშნავს კომპანიასა და მის მომხმარებლებს; 1.1.8. ოპერაცია – მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშთან ან/და მომსახურებებთან დაკავშირებით განხორციელებული ნებისმიერი ოპერაცია; 1.1.9. უნივერსალური იდენტიფიკატორები – www.melo.delivery-ს მომხმარებლების მონაცემების ერთობლიობა, რომელთა გამოყენებითაც იგი რეგისტრირდება იდენტიფიკაციის სისტემაში და ეძლევა შესაძლებლობა, ისარგებლოს www.melo.delivery -ს, დისტანციური მომსახურებებით ან/და დისტანციური მომსახურების არხებით; 1.1.10. წვდომის კოდ(ებ)ი – კოდები, პაროლები, მომხმარებლის სახელი, საიდენტიფიკაციო კოდი, უნივერსალური იდენტიფიკატორები და/ან სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მომსახურებასთან წვდომისთვის www.melo.delivery -მ, შესაძლოა, მიაწოდოს მომხმარებელს; 1.1.11. ამანათი - გზავნილის სახეობა, რომლის შიგთავსიც შეიძლება იყოს ნებისმიერი საგანი (საქონელი), თუ მისი გაგზავნა/მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და წინამდებარე წესებსა და პირობებს; 1.1.12. კომერსანტი - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მეწარმეთა და არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიულ პირთა რეესტრში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი, მათ შორის ინდივიდუალური მეწარმე, სადაც მომხმარებელს შეუძლია ამანათის გასაგზავნად დატოვება; ასევე ის შესაძლოა იყოს ნებისმიერი ფიზიკური პირი, თუ იგი გამოთქვამს შპს "მელო ჯორჯიასთან" თანამშრომლობის სურვილს. 1.1.13. ადრესატი - ამანათის მიღებაზე უფლებამოსილი პირი ან/და მის მიერ განსაზღვრული პირი, რომელიც კომერსანტს წარუდგენს ამანათის QR-კოდს ან მიიღებს ამანათს ადრესატის ნაცვლად; 1.1.14. გამგზავნი - ამანათის გაგზავნასა და მის შიგთავსზე პასუხისმგებელი პირი; 1.1.15. მესამე პირი - ადრესატის მიერ ამანათის მიღებაზე განსაზღვრული პირი; 1.1.16. ხელშეკრულება- წინამდებარე დოკუმენტი ვებ გვერდის გამოყენების წესებისა და პირობების შესახებ; 1.2. მხოლობითი რიცხვის აღმნიშვნელი სიტყვები ნიშნავს მრავლობითს და პირიქით, სადაც კონტექსტი იძლევა ამის საშუალებას. 2. განცხადებები და გარანტიები: 2.1. წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით მომხმარებელი ადასტურებს, რომ: 2.1.1. არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირი ან ფიზიკური პირი, არის 18 წელს მიღწეული და არ აქვს შეზღუდული სამოქალაქო ნების გამოხატვის თავისუფლება; 2.1.2. გააჩნია სრული (შეუზღუდავი) ქმედუნარიანობა, არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, არ იმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარისა ან ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ და არ წარმოადგენს ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა აკრძალული მოქმედების ობიექტს. www.melo.delivery-ს მხრიდან, სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს, პირობების დებულებათა არსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს; 2.2. გაეცნო პირობებს და ეს პირობები მისთვის მისაღებია; 2.3. მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი; 2.4. მომხმარებელი არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს არცერთი იურისდიქციის კანონმდებლობით (რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობას და იმ ქვეყნის კანონმდებლობას, რომლის მოქალაქეც არის მომხმარებელი) გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ტერორიზმსა ან სხვა სახის უკანონო საქმიანობაში); 2.5. პირადი ანგარიშის გახსნისას და ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისათვის მისი საქმიანობა ან/და ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება ადგილობრივ ან/და საერთაშორისო კანონმდებლობასთან; 2.6. მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული www.melo.delivery-ს მოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით ხელშეკრულების დასადებად ან მის საფუძველზე და შესასრულებლად, მის მიერ www.melo.delivery -ისთვის წარდგენილი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისათვის ასევე არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული; 2.7. იგი კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს პირობებით ნაკისრ ვალდებულებებს; 2.8. თანახმაა, პირადი ანგარიშის გახსნის შემდგომ, ხელშეკრულების შეწყვეტამდე, www.melo.delivery-მ მოიძიოს/გადაამოწმოს და დაამუშავოს მომხმარებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია ან/და უნივერსალური იდენტიფიკატორები; 2.9. მომხმარებელი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს www.melo.delivery-ს ყველა იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის აღნიშნულ განცხადებებთან ან/და გამოიწვიოს აღნიშნული გარანტიების დარღვევა; 2.10. www.melo.delivery ხელშეკრულებას დებს ამ პირობებში მოცემულ განცხადებებსა, გარანტიებსა და ვალდებულებებზე დაყრდნობით და თვლის მათ ხელშეკრულების პირობებად. შესაბამისად, ხელშეკრულების დადების შემდეგ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული განცხადებების, გარანტიებისა და ვალდებულებების დარღვევა საკმარისი საფუძველია www.melo.delivery-ს მიერ ხელშეკრულებით და პირობებით გათვალისწინებული ყველა ან ნებისმიერი მომსახურების გაწევაზე ცალმხრივი უარის სათქმელად; 2.11. www.melo.delivery იტოვებს უფლებას მომხმარებელს/გამგზავნს გაუგზავნოს საიტზე რეგისტრაციისა და ამანათის გაგზავნა/მიღების პროცესთან დაკავშირებული SMS და eMail შეტყობინებები; 2.12. ვებსაიტზე განთავსებულ მონაცემებთან მისი მახასიათებლების შესაბამისობაზე; 2.13. მომხმარებლის მიერ კომპანიისთვის მიწოდებული პირადი მონაცემების სიზუსტეზე; 2.14. მომხმარებლის მიერ მესამე პირებისთვის მიყენებულ ზიანზე. 3. მომხმარებლის ანგარიშის გახსნა - გამოყენება, შეკვეთის განთავსება: 3.1. მომხმარებლის მიერ www.melo.delivery -ს მომსახურებებით სარგებლობის წესი: 3.1.1. www.melo.delivery -ს მომსახურებით მომხმარებლის მიერ სარგებლობისათვის: o რეგისტრაციას/ავტორიზაციას ვებ-გვერდზე მომხმარებელი გადის საკუთარი ელფოსტის ან gmail მეშვეობით; o მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა გამოიყენოს კარიდან კარამდე მიტანის მომსახურება ან გააგზავნოს ამანათი კომერსანტების მეშვეობით. o ავტორიზაციის გავლის შემდეგ, ამანათის გაგზავნის გასაფორმებლად აუცილებელია მომხმარებლის მობილურის ვერიფიკაცია, შემდგომ მომხმარებელმა უნდა დააჭიროს შესაბამის ღილაკს, შეიყვანოს ის მისამართი, საიდანაც იგზავნება ამანათი და ადრესატის მისამართი, სადაც იგზავნება ამანათი. უნდა აირჩიოს ამანათის ზომა (პატარა, საშუალო ან დიდი), თუ ამანათი მსხვრევადია ან მალფუჭებადი, გააკეთოს ამის თაობაზე აღნიშვნა და ამ მონაცემების მითითების შემდეგ, აირჩიოს მისთვის სასურველი გზავნილის ტიპი, რომელიც მომხმარებელს განსხვავებულ მიტანის სისწრაფეს და ტარიფს სთავაზობს - სვიფტი (SWIFT), სტანდარტული (STANDARD), ლაითი (LITE). მომხმარებელმა შემდეგ უნდა მიუთითოს თავისი მობილურის ნომერი, ადრესატის მობილურის ნომერი, შეავსოს ამანათის მოკლე აღწერა ადრესატის სახელი, გვარი და ამანათის სხვა დეტალების დასაზუსტებლად. უნდა დაეთანხმოს ამანათის შეფუთვის და გაგზავნის წესებს, შეამოწმოს შეჯამებული ინფორმაცია და დარწმუნდეს მის მიერ მითითებული მონაცემების სისწორეში და დააჭიროს გაგზავნის ღილაკს. გამგზავნი მომხმარებელი პასუხისმგებელია, ამანათის სწორი ზომის არჩევაზე შეკვეთის გაფორმებისას. გამგზავნი მომხმარებელი ასევე სრულადაა პასუხისმგებელია ამანათის შიგთავსზე და აკრძალული ნივთების არარსებობაზე. ადრესატის ცვლილება დასაშვებია მხოლოდ შეკვეთის გაფორმებამდე; o გამგზავნის მიერ ამანათის შეკვეთის ონლაინ რეგისტრაციის და მომსახურების საფასურის გადახდის შემდეგ, ამანათის ადრესატი, მომხმარებლის მიერ მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე ან მობილურის ნომერზე მიიღებს შეტყობინებას, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ამანათის თაობაზე; o იმ შემთხვევაში, თუ გამგზავნი აირჩევს კომერსანტის მეშვეობით ამანათის გაგზავნას, ამ მომენტიდან გამგზავნ მომხმარებელს აქვს 24 საათი იმისათვის, რომ ამანათი დატოვოს მასთან ახლოს მდებარე კომერსანტთან, თავად უნდა აირჩიოს, სად სურს ამანათის დატოვება; o იმ შემთხვევაში, თუ ის 24 საათის განმავლობაში გამგზავნი მომხმარებელი არ მიიტანს ამანათს კომერსანტთან, გზავნილი გაუქმდება და გზავნილის საფასური დაუბრუნდება გამგზავნს; o მომხმარებლის მიერ ამანათის კომერსანტთან დატოვების შემდეგ, კომპანია უზრუნველყოფს მაქსიმუმ 3 სამუშაო დღის ვადაში ადრესატის მიერ შერჩეულ კომერსანტთან ამანათის მიტანას; o ადრესატის მიერ შერჩეულ კომერსანტთან, კომპანიის მიერ ამანათის მიტანის შემდეგ, ადრესატს აქვს 7 კალენდარული დღე მის გასატანად; o თუ ადრესატი 7 კალენდარული დღის განმავლობაში არ გაიტანს ამანათს, კომპანია მას წამოიღებს და განათავსებს თავის ოფისში, სადაც ის 30 დღის განმავლობაში შეინახება; o თუ 30 კალენდარული დღის განმავლობაში ადრესატი არ გაიტანს ამანათს, კომპანია იტოვებს უფლებას, რომ ის გაანადგუროს/გადააგდოს ან გაატანოს საწყობიდან გამგზავნ მომხმარებელს; o კარიდან კარამდე მიტანის წარუმატებლობის შემთხვევაში: თუ კურიერმა ვერ შეძლო ამანათის ჩაბარება მიმღებისთვის (მისამართის არასწორობის, მიმღების არყოფნის ან სხვა კურიერისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო), კომპანია იტოვებს უფლებას, რომ ამანათი დააბრუნოს და განათავსოს თავის ოფისში, ინახოს იგი 30 კალენდარული დღის განმავლობაში, რის შემდეგაც კომპანიას აქვს უფლება გაანადგუროს ან დაუბრუნოს გამგზავნს. 3.2. თუ მომხმარებელს უჩნდება დამატებითი კითხვა www.melo.delivery-ს მომსახურების პირობებთან ან მისთვის საინტერესო საკითხთან დაკავშირებით იგი უკავშირდება მხარდაჭერის გუნდს ჩატში. იდენტიფიკაციის სისტემაში რეგისტრირებული უნივერსალური იდენტიფიკატორები: 4.1. მომხმარებლის სახელი – დისტანციური მომსახურების მისაღებად ავტორიზაციის განხორციელებისათვის საჭირო, მომხმარებლის მიერ განსაზღვრული ერთ-ერთი უნიკალური პარამეტრი. 4.2. პაროლი – ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურების მისაღებად ავტორიზაციის განხორციელებისათვის საჭირო ერთ-ერთი პარამეტრი, რომელსაც მომხმარებელი თვითონ განსაზღვრავს; 4.3. მობილური ტელეფონის ნომერი – ტელეფონის ნომერი, რომელზეც მომხმარებელი იღებს ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურებით განსაზღვრული ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო ერთჯერად წვდომის კოდებსა და ერთჯერად პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და მომსახურების მისაღებად საჭირო ინფორმაციას; 4.4. მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართი – ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელზეც მომხმარებელი იღებს ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურებით განსაზღვრული ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო წვდომის კოდებსა და პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/ და მომსახურების მისაღებად საჭირო ინფორმაციას; 4.5. მომსახურების გაუმჯობესებისა ან/და უსაფრთხოების მიზნებისთვის კომპანიამ, შესაძლებელია, განსაზღვროს დამატებითი ან განსხვავებული მომხმარებლის იდენტიფიკატორები. www.melo.delivery-ს და მომხმარებელს შორის ანგარიშსწორება: 5.1. მომხმარებელს შეუძლია ანგარიშსწორება განახორციელოს საკრედიტო ან სადებეტო ბარათით რაც მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობას; 5.2. საკრედიტო ან სადებეტო ბარათით გადახდისას მიმღები არის კომპანია; 5.3. კომპანია მომხმარებლებს საკრედიტო ან სადებეტო ბარათით გადახდისას წარმოქმნილი პრობლემის გადაჭრაში მხარდაჭერას გაუწევს მომხმარებელთა მომსახურების ცენტრის მეშვეობით; 5.4. მყიდველი www.melo.delivery -სთან ანგარიშსწორებას ახდენს www.melo.delivery-ზე საკრედიტო ან სადებეტო ბარათით. 5.5. მომხმარებელს, ვისაც www.melo.delivery-ზე ანგარიში აქვს გახსნილი, აქვს შესაძლებლობა წინასწარ შეავსოს ბალანსი; 5.6. ბალანსის შევსება შესაძლებელია შესაბამისი ბარათით ან სხვა ხელმისაწვდომი გადახდის მეთოდით; 5.7. მომხმარებელს შეუძლია www.melo.delivery-ზე შესყიდვის ან მომსახურების ღირებულების დაფარვა ბალანსიდან; 5.8. ბალანსიდან თანხის ჩამოჭრა ხდება მომხმარებლის მიერ შეკვეთის დადასტურებისთანავე; 5.9. ბალანსზე არსებული თანხის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ www.melo.delivery-ს ფარგლებში; 5.10. მომხმარებლის ბალანსი არ ექვემდებარება ნაღდ ფულად დაბრუნებას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ამანათის შიგთავსი, შეფუთვის წესი და პირობები 6.1. ამანათის შიგთავსზე, სრულიად პასუხისმგებელია მომხმარებელი, მომხმარებლის მიერ გასაგზავნი ამანათი უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის 6.2 პუნქტით განსაზღვრულ შეფუთვის წესებს და შიგთავსი არ უნდა შეიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით ან/და ამ ხელშეკრულებით განსაზღვრულ გასაგზავნად აკრძალულ რომელიმე ნივთს ან/და ნივთებს; 6.2. ამანათის სათანადოდ შეფუთვაზე პასუხისმგებელია გამგზავნი მომხმარებელი, შეფუთვა უნდა განხორციელდეს შემდეგი წესების დაცვით იმგვარად, რომ: • არ მოხდეს ამანათის შიგთავსის, აგრეთვე მასთან ერთად გადასაზიდი სხვა გზავნილების დაზიანება (მათ შორის დასველება) ტრანსპორტირების დროს; • ამანათი უნდა შეიფუთოს უსაფრთხოდ და ისეთი წესით, რომ მის შიგნით არ მოხდეს სხვა გზავნილების შეღწევა, ასევე, უზრუნველყოფილ იქნას მისი შიგთავსის დაცვა ტრანსპორტირების პერიოდში; • ამანათი უნდა შეიფუთოს ისეთი სახით, რომ არ მოხდეს შიგთავსის დაზიანება ტრანსპორტირების დროს და არ წარმოადგენდეს საშიშროებას იმ პირებისთვის, ვინც განახორციელებს მის შემდგომ დამუშავებას; • სითხე ან ისეთი ნივთიერება, რომელიც ადვილად იქცევა სითხედ, უნდა მოთავსდეს ჰერმეტულად დახურულ კონტეინერში. თითოეული კონტეინერი უნდა მოთავსდეს მყარ ყუთში, რომელიც ამოვსებული იქნება შესაბამისი დამცავი მასალით და რომელიც კონტეინერის გატეხვის შემთხვევაში შეიწოვს სითხეს; • ცხიმის შემცველი ნივთიერებები, რომლებიც ადვილად არ გადაიქცევა სითხედ, როგორიცაა საცხები, ნახევრად თხევადი საპონი, ფისი და სხვა, პირველადი შესაფუთი მასალით (ყუთი, ნაჭრის ტომარა, პლასტმასის კონტეინერი და სხვ.) უნდა მოთავსდეს მყარ ყუთში, რათა თავიდან იქნეს აცილებული შიგთავსის გაჟონვა; • მშრალი საღებავი ფხვნილები, როგორიცაა მეთილენის ლურჯი და სხვა, დაიშვება მხოლოდ ჰერმეტულად დახურულ ლითონის ყუთებში, რომლებიც, თავის მხრივ, განთავსებული უნდა იქნეს შესაბამისი შემწოვი და დამცავი მასალით ამოვსებულ მყარ ყუთებში; • მშრალი არასაღებავი ფხვნილები უნდა განთავსდეს მყარ კონტეინერებში (ყუთი, ტომარა), რომლებიც, თავის მხრივ, განთავსდება მტკიცე ყუთებში; მინისგან დამზადებული ან სხვა მსხვრევადი ნივთები უნდა შეიფუთოს მყარ ყუთში, რომელიც ამოვსებული იქნება შესაბამისი დამცავი მასალით, რათა ტრანსპორტირების პროცესში თავიდან იქნას აცილებული ნივთების ხახუნი ან ნივთსა და ყუთის კედლებს შორის შეხლა. გარდა ამისა მომხმარებელი ვალდებულია შეკვეთის გაფორმებისას შესაბამისი ღილაკის მონიშვნით, მიუთითოს, რომ ამანათი შეიცავს მსხვრევად ნივთს. 7. გასაგზავნად აკრძალული ნივთები 7.1 წინამდებარე წესებისა და პირობებს თანახმად გასაგზავნად აკრძალულ ნივთებს განეკუთვნება: ● ნარკოტიკები და ფსიქოტროპული საშუალებები; ● რადიაქტიური ნივთიერებანი; ● ფეთქებადი, აალებადი, ტოქსიკური, ბიოლოგიური, ინფექციური და სხვა საშიში ნივთიერებანი; ● იარაღი, ფეთქებადი მოწყობილობები და საბრძოლო მასალები, ასევე მათი მულაჟები; ● საგნები, რომლებსაც კავშირი აქვს პედოფილიასა და ბავშვთა პორნოგრაფიასთან; ● ცოცხალი ცხოველები; ● ფულის ნიშნები, საბანკო და საკრედიტო ბარათები, დაუმუშავებელი პლატინა, ოქრო და ვერცხლი ან/და მათი ნაკეთობანი, ძვირფასი ქვები და სხვა ძვირფასი ნივთები; ● კონტრაფაქტული (ნებისმიერი საქონელი, მათ შორის, შესაფუთი საქონელი, რომელზედაც უნებართვოდაა მოთავსებული იმ სასაქონლო ნიშნის იდენტური სასაქონლო ნიშანი, რომელიც კანონიერად არის რეგისტრირებული ამ საქონელთან დაკავშირებით ან არსებითად არ განსხვავდება აღნიშნული სასაქონლო ნიშნისაგან) ან მეკობრული საგნები; ● საგნები, რომლებიც თავიანთი ხასიათით ან შეფუთვით შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს ამანათის მომსახურე პერსონალისა და გადამზიდავთათვის; ● ამანათები, რომლებიც აბინძურებენ ან აფუჭებენ სხვა გზავნილებს, კომპანიის ან მესამე პირის საკუთრებას; ● გზავნილები, რომლებიც იგზავნება თაღლითობის ხელშესაწყობად ან გადასახდელი თანხის სრულად გადახდის თავიდან აცილების მიზნით; ● მალფუჭებადი პროდუქტი; პირადი ანგარიშის დახურვა და სარგებლობის შეზღუდვა 8.1. www.melo.delivery უფლებამოსილია მომხმარებელს ცალმხრივად, ელექტრონული ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინების საშუალებით, შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს ვებსაიტით სარგებლობის უფლება, თუ მიიჩნევს, რომ დაირღვა წინამდებარე წესებისა და პირობების მოთხოვნები. აღნიშნულ შემთხვევაში ანგარიშის დახურვა ან სარგებლობის შეზღუდვა ხდება ამ მუხლით განსაზღვრული შეტყობინების გაგზავნის მომენტიდან; 8.2. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია განსაზღვრული მიზეზით დახურავს ანგარიშს ან შეზღუდავს მის გამოყენებას, მომხმარებელი არ არის უფლებამოსილი თავისი ან სხვისი სახელით შექმნას ახალი ანგარიში. 8.3. მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს www.melo.delivery-ს გამოყენება, რაც არ იწვევს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული კონფიდენციალურობის ვალდებულების შეწყვეტას. www.melo.delivery-ს პასუხისმგებლობის ფარგლები და პასუხისმგებლობის შეზღუდვა 9.1. თქვენ თანხმდებით, რომ გაქვთ თავისუფალი არჩევანი, ისარგებლოთ თუ არა კომპანიის ვებსაიტითა და მომსახურებით და ამას აკეთებთ თქვენი გადაწყვეტილებით, დისკრეციითა და რისკით. 9.2. კომპანია უზრუნველყოფს თქვენს წვდომას ვებსაიტზე და მომსახურების გაწევას წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად. კომპანია არავითარ სხვა დაპირებასა და გარანტიას არ იძლევა მომსახურებასთან ან რაიმე პროდუქტთან ან სერვისთან დაკავშირებით, რომელიც შეადგენს მომსახურების ნაწილს. შესაბამისად, გამოირიცხება (კანონით დადგენილ ფარგლებში) კომპანიის პასუხისმგებლობა აღნიშნულთან დაკავშირებით (მათ შორის, დამაკმაყოფილებელ ხარისხი ან/და თქვენს მიზნებთან შესაბამისობა) კერძოდ, ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას, რომ ვებსაიტი ან/და მომსახურება იქნება მუდმივად ხელმისაწვდომი ან არ ექნება პროგრამული შეცდომები, ვირუსები ან სხვა შეცდომები. 9.3. კომპანია არ არის პასუხისმგებელი თქვენს ან ნებისმიერი პირის წინაშე, სახელშეკრულებო, გაუფრთხილებელი, დელიქტური ან სხვა სახით, დანაკარგისა და ზიანისთვის რომელიც წარმოიშვა ან რაიმე ფორმით დაკავშირებული არის, თქვენ მიერ საიტზე არსებული ნებისმიერი ბმულის გამოყენებასთან. კომპანია არ არის პასუხისმგებელი ინტერნეტ ვებსაიტის ბმულის შინაარსზე, რომელზეც გადამისამართდებით www.melo.delivery -დან ან მისი მომსახურებიდან. 9.4. თქვენ ადასტურებთ, რომ კომპანია არ იქნება პასუხისმგებელი თქვენ ან მესამე პირის წინაშე რაიმე ცვლილების, ვებსაიტზე წვდომის შეზღუდვის ან შეწყვეტის შემთხვევაში. 9.5. თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანია არ იქნება პასუხისმგებელი იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის ვებსაიტი არ იმუშავებს გამართულად, ოპერაციის, ტრანზაქციის ან ტრანსმისიის შეფერხების ან შეწყვეტის, მონაცემების ან კონტაქტის, ან ხაზების დაკარგვის, ან დაზიანების, მესამე პირთა მიერ საიტის ან მისი შემადგენლობის მესამე პირთა მიერ უკანონო გამოყენების, ან ნებისმიერ ჩვენს კონტროლს მიღმა არსებული გარემოების შემთხვევაში. 9.6. www.melo.delivery პასუხისმგებლობის მოცულობა მომხმარებლის წინაშე განისაზღვრება იმ პირდაპირი მატერიალური ზიანით, რომელიც მისი ბრალით (განზრახვით ან გაუფრთხილებლობით) იქნება გამოწვეული, მაგრამ არაუმეტეს ამ დოკუმენტით განსაზღვრული მაქსიმალური ზღვარისა. ამასთან, მატერიალურ ზიანში არ იგულისხმება მომხმარებლის არაპირდაპირი ზარალი, მათ შორის, მიუღებელი შემოსავალი; 9.7. www.melo.delivery მატერიალურ პასუხისმგებლობას იღებს იმ ზიანზე, რომელიც წარმოიშვება მისი ბრალით, ამანათის: 9.7.1. დაკარგვით; 9.7.2. გარეგანი დაზიანებით; 9.7.3. კომპანიის შეცდომით უკან, გამგზავნისათვის დაბრუნებით. 9.8. www.melo.delivery პასუხისმგებლობა ძალაშია, როდესაც: 9.8.1. ამანათი დაიკარგა. ამასთან, ამანათი დაკარგულად ითვლება, თუ მის შესახებ ინფორმაციის მოპოვება ვერ მოხერხდა პრეტენზიის მიღებიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის განმავლობაში; 9.8.2. ამანათის გარეგანი დაზიანებისას, თუ ასეთი დაზიანება აღმოჩენილია მისი ადრესატისთვის გადაცემამდე, ან უშუალოდ მისი გადაცემის დროს; 9.8.3. ამანათის ადრესატისათვის ჩაუბარებლობის შემთხვევაში, მისი გარეგანი დაზიანება აღმოჩენილია - მისი უკან გამგზავნისთვის ჩაბარებამდე, ან უშუალოდ მისი დეპოში შენახვის პერიოდში. 9.9. www.melo.delivery პასუხისმგებლობა გამოირიცხება: 9.9.1. თუ ამანათი ჩაბარებულია შპს „მელო ჯორჯიას“ მიერ დადგენილი პროცედურების შესაბამისად; 9.9.2. იმ ამანათის მიმართ, რომელთა ადრესატისათვის ჩაუბარებლობის მიზეზი გახდა გამგზავნისგან მიღებული არასწორი (არასრულყოფილი) ინფორმაცია; 9.9.3. დაუძლეველი ძალით გამოწვეული გარემოებების დადგომის შემთხვევაში; 9.9.4. შემთხვევებში, როდესაც www.melo.delivery-ს არ შეუძლია განახორციელოს ამანათების აღრიცხვა, სამსახურეობრივი დოკუმენტების დაუძლეველი ძალის შედეგად განადგურების გამო; 9.9.5. თუ ამანათის დაკარგვა, ან გარეგნული დაზიანება გამოწვეულია გამგზავნის ბრალით (მათ შორის, არასათანადო შეფუთვით), ან შიგთავსის თვისებებით; 9.9.6. იმ ამანათის მიმართ, რომელიც შეიცავს გასაგზავნად აკრძალულ საგნებს; 9.9.7. იმ ამანათის მიმართ, რომლის გაგზავნაც დაშვებულია მხოლოდ განსაკუთრებული პირობით (მაგ. თუ გზავნილი შეფუთული უნდა იყოს განსაზღვრული სახით), ასეთი პირობის დაუცველობის შემთხვევაში; 9.9.8. მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, სახელმწიფო ორგანოების მიერ ამანათის დაკავების, განადგურების ან მისი კონფისკაციის შემთხვევაში; 9.9.9. თუ ანაზღაურების მიღების მიზნით გამგზავნი არაკეთილსინდისიერად მოქმედებს; 9.9.10. თუ ამანათი გარეგნულად არ არის დაზიანებული; 9.9.11. თუ მომხმარებელმა რეკლამაციით არ მიმართა www.melo.delivery-ს ამანათის გაგზავნის დღის მომდევნო დღიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში; 9.10 კომპანია არ არის პასუხისმგებელი ნებისმიერი დანაკარგისთვის, რომელიც გამოიწვია ზემოაღნიშნულმა და ასეთი დანაკარგი არ ანაზღაურდება. 9.11 ამანათის დაკარგვის ან გარეგნული დაზიანების შემთხვევაში, www.melo.delivery ანაზღაურებს ზიანს შემდეგი ოდენობით: 9.11.1. ამანათის დაკარგვის, მისი გარეგნული დაზიანების გამო შიგთავსის მთლიანად განადგურების შემთხვევაში: ამანათის გაგზავნის ღირებულებას დამატებული www.melo.delivery-ის სერვისები, არაუმეტეს 150 (ასორმოცდაათი) ლარის ღირებულებისა; 9.11.2. ამანათის შიგთავსის ნაწილობრივ დაკარგვის ან გარეგნული დაზიანების შემთხვევაში - ამანათის გაგზავნის ღირებულებას დამატებული www.melo.delivery-ის სერვისები, არაუმეტეს 70 (სამოცდაათი) ლარის ღირებულებისა. 9.12. კომპანია არ არის პასუხისმგებელი ამანათის შიგთავსზე, მის დაზიანებაზე, რაც გამოწვეულია ამანათის არასათანადო შეფუთვით. 9.13. www.melo.delivery პასუხისმგებელია: 9.13.1. მომხმარებლის წინაშე პირად ანგარიშზე ოპერაციების წარმოების სისწორესა და დროულობაზე წინამდებარე პირობებით განსაზღვრული წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; 9.13.2. პირად ანგარიშზე წარმოებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. დაუძლეველი ძალა 10.1. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან, თუ მათი მხრიდან ვალდებულების დარღვევა გამოწვეული არის დაუძლეველი ძალის მოქმედებით (ფორს-მაჟორი) ან ისეთი გარემოებით, რომლის გათვალისწინება და აღკვეთა მხარეების ძალებს აღემატებოდა; 10.2. ხელშეკრულების მიზნებისთვის პასუხისმგებლობისგან გამათავისუფლებელ გარემოებებად ჩაითვლება, სტიქიური მოვლენები, გაფიცვები, საბოტაჟი ან სხვა საწარმოო არეულობა, სამოქალაქო მღელვარება, ომი, სამხედრო მოქმედებები, ბლოკადა, აჯანყება, მიწისძვრა, მეწყერების ჩამოწოლა, ეპიდემია, წყალდიდობა და სხვა მსგავსი მოვლენები, რომელიც არ ექვემდებარება მხარეთა კონტროლს და რომელთა თავიდან აცილებაც მათ მიერ შეუძლებელია; 10.3. ხელშეკრულებების პირობების ან რომელიმე მათგანის მოქმედების შეჩერება ფორსმაჟორული გარემოებების დადგომის გამო არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას; 10.4. დაუძლეველი ძალა არის გარემოება, რომელზე გავლენის მოხდენაც www.melo.delivery-ის მიერ შეუძლებელია. ამასთან, გონიერების პრინციპებიდან გამომდინარე, არ შეიძლებოდა ყოფილიყო მოლოდინი, რომ „მელოს” ხელშეკრულების დადების ან არასახელშეკრულებო ვალდებულებების წარმოშობის დროს შეეძლო გაეთვალისწინებინა აღნიშნული გარემოება ან თავი აერიდებინა მისთვის, ან გადაელახა როგორც აღნიშნული შემაფერხებელი გარემოება, ასევე, მისი შედეგი. 10.5. დაუძლეველ ძალად ჩაითვლება, www.melo.delivery-ისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო: ბუნებრივი მოვლენების ზემოქმედების შედეგად, ტექნიკური ხარვეზების ან დაბრკოლებების წარმოშობა, კატასტროფები, ამინდის გაუარესება, რომელიც იწვევს გადაადგილების შეზღუდვას; საერთაშორისო საჰაერო სატრანსპორტო კომპანიის უარი საფოსტო გზავნილების ტრანსპორტირებაზე; ომი, გაფიცვა, სამართლებრივი აქტების ცვლილება ან სხვა ნებისმიერი შემთხვევა, რომლის თავიდან აცილება ან პროგნოზირება www.melo.delivery-ს მხრიდან შეუძლებელია. 10.6. თუ დაუძლეველი ძალის მოქმედება ატარებს დროებით ხასიათს, ამ დოკუმენტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების ვადები გადაიწევს დროის იმ პერიოდით, როცა დაუძლეველი ძალის მოქმედება ხელს უშლიდა ვალდებულების შესრულებას. 10.7. მხარეები ვალდებული არიან დაუძლეველი ძალის არსებობის შედეგად ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის შესახებ შეატყობინონ მეორე მხარეს დაუყოვნებლივ. დაუყოვნებლის შეტყობინების შეუძლებლობის შემთხვევაში, პირველივე შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 7 დღისა ასეთი გარემოების წარმოშობიდან. აღნიშნულ ვადაში შეტყობინების განუხორციელებლობის შემთხვევაში, დამრღვევ მხარეს უფლება არ აქვს, პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების მიზნით, მიუთითოს ასეთ გარემოებებზე, თუ შეტყობინების გაუგზავნელობა არ იყო გამოწვეული ამ გარემოებებით; 10.8. იმ შემთხვევაში თუ ფორსმაჟორული გარემოების ხანგრძლივობა 30 (ოცდაათი) დღეზე მეტ ხანს გაგრძელდა ან მისი დადგომისთანავე ცხადი გახდა, რომ მოქმედება 30 (ოცდაათი) დღეზე მეტ ხანს გაგრძელდება, მხარეები წყვეტენ ხელშეკრულების მოქმედების მიზანშეწონილობის საკითხს. მხარეების შეუთანხმებლობის შემთხვევაში, გადაწყვეტილებას შეწყვეტის შესახებ, იღებს მხარე, რომლის მიმართაც ჯეროვნად არ სრულდება ვალდებულება. ხელშეკრულების ამგვარი შეწყვეტის დროს მხარეები შეძლებისდაგვარად გონივრულ ვადებში ასწორებენ ყველა ადრე არსებულ ვალდებულებებს ერთმანეთის მიმართ. 11. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტა: 11.1. წინამდებარე წესებისა და პირობების ძალაში შესვლის შემდგომ ძალაში რჩება მომხმარებლის რეგისტრაციის გაუქმებამდე. 11.2. მომხმარებლის მიერ ამ პირობებით და მის მიერ შეკვეთით სარგებლობის საფასურის სრულად და ჯეროვნად www.melo.delivery-სთვის გადახდა წარმოადგენს მისი ფულადი ვალდებულების შესრულებას. ფულადი ვალდებულების შესრულება არ იწვევს წინამდებარე წესების და პირობების შეწყვეტას; 12. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი: 12.1. წინამდებარე პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; 12.2. მხარეთა მიერ პირობების შესრულების ადგილს წარმოადგენს საქართველო; 12.3. ამ პირობებთან ან მის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა ან უთანხმოება გადაწყდება მხარეებს შორის მოლაპარაკების გზით; 12.4. თუ მხარეები 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში შეთანხმებას ვერ მიაღწევენ მოლაპარაკების გზით, ისინი უპირობოდ თანახმა არიან სურვილის შემთხვევაში მიმართონ მათთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ დავის გადაწყვეტის სხვა საშუალებებს. ცვლილების შეტანა წინამდებარე პირობებში: 13.1. წინამდებარე პირობები შესაძლებელია დაექვემდებაროს ცვლილებებს. ცვლილებებს განახორციელებს www.melo.delivery მომხმარებლისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე, თუმცა პირობებში არსებითი ცვლილების განხორციელების შემთხვევაში მომხმარებელმა მომსახურების შეუფერხებლად მიღების გასაგრძელებლად ხელმეორედ უნდა განაცხადოს მათზე თანხმობა. პირობების ყოველი არსებითი ცვლილებისას მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა, განაცხადოს თანხმობა www.melo.delivery-ს ნებისმიერი არხით სარგებლობისას. 14. ერთიანი ხელშეკრულება 14.1. წინამდებარე წესები და პირობები, მასთან დაკავშირებულ სხვა ხელშეკრულებებთან ერთად წარმოადგენს ერთიან და მთლიან შეთანხმებას ვებსაიტთან ან/და სერვისებთან დაკავშირებით და ანაცვლებს ვებსაიტთან ან/და სერვისებთან დაკავშირებულ ყველა წინარე და პარალელურ რეჟიმში განხორციელებულ კომუნიკაციას, აღქმას, ასევე წერილობით ან ზეპირ განცხადებებსა და გარანტიებს 15. კონფიდენციალურობის პოლიტიკა 15.1. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკას. www.melo.delivery -ზე შესვლით და ვებსაიტით სარგებლობით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით ინფორმაციის დაცვის პოლიტიკისა და ჩვენი ვებსაიტით სარგებლობის ყველა პირობას. 15.2. კონფიდენციალურობის პოლიტიკა ეხება პერსონალურ მონაცემებზე არასანქცირებულ წვდომასთან დაკავშირებით www.melo.delivery -ს არსებულ დაცვის მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც www.melo.delivery უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვას. 15.3. თქვენი კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ჩვენ ვიცავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც www.melo.delivery-ზე სტუმრობისას გროვდება და მუშავდება. 15.4. www.melo.delivery-ზე შემოსვლით თქვენ ეთანხმებით წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკას. 15.5. ვებსაიტით სრულყოფილად სარგებლობისთვის, შესაძლოა, მოვითხოვოთ ისეთი ინფორმაციის მოწოდება, როგორიცაა თქვენი სახელი, ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა და მისამართი. ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ, ვიყენებთ იდენტიფიკაციისა და კონტაქტისთვის. 15.6. გაცნობებთ, რომ როდესაც www.melo.delivery-ს სტუმრობთ, ვაგროვებთ ინფორმაციას, რომელსაც თქვენი ბრაუზერი გზავნის. ის, შესაძლოა, შეიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას: თქვენი კომპიუტერის ინტერნეტ პროტოკოლის (IP) მისამართი; ბრაუზერის ტიპი; გვერდების მისამართები, რომლებიდანაც გვესტუმრეთ; თქვენი ვიზიტის დრო და თარიღი; პერიოდი, რომელიც გაატარეთ ჩვენს ვებსაიტზე თუ სხვა სტატისტიკა. 15.7. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია თქვენი პერსონალური ინფორმაციის დაცულობა, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ინტერნეტის საშუალებით გადაცემისა და ელექტრონულად შენახვის არც ერთი მეთოდი გახლავთ 100%-ით საიმედო. მიუხედავად ჩვენი მცდელობებისა, ჩვენ არ შეგვიძლია მოგცეთ მისი სრული დაცულობის გარანტია. 15.8. www.melo.delivery შესაძლოა, შეიცავდეს ბმულებს, რომელთაც სხვა ვებსაიტებზე გადაჰყავხართ. იმის გამო, რომ ამ გვერდებს ჩვენ არ ვაკონტროლებთ, გირჩევთ, გადახედოთ მათ “კონფიდენციალურობის პოლიტიკას” და მხოლოდ მას შემდეგ განაგრძოთ მისი გამოყენება. 15.9. www.melo.delivery-ს აქვს უფლება, დროდადრო შეცვალოს თავისი კონფიდენციალური პოლიტიკა. გირჩევთ, ხშირად შეამოწმოთ ვებსაიტი კონფიდენციალურობის პოლიტიკის ცვლილებებზე. თუ შეუმოწმებლად განაგრძობთ ვებსაიტით სარგებლობას, ეს ნიშნავს, რომ ეთანხმებით ამგვარ ცვლილებებს. გარდამავალი დებულებები: 16.1. წინამდებარე პირობებში აღნიშნული სათაურები გამოიყენება მხოლოდ მოხერხებულობისთვის და არ აქვს ზეგავლენა პირობების განმარტებასა და ინტერპრეტაციაზე. 16.2. მოთხოვნის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია www.melo.delivery -ს მიაწოდოს ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია და, ასევე, წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებსაც www.melo.delivery მოითხოვს ან განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით. 16.3. თუ წინამდებარე პირობების რომელიმე პუნქტი ან მისი ნაწილი რაიმე მიზეზით გაუქმდა, ბათილად ცნობილი ან შეწყვეტილი, აღნიშნული პუნქტი ან მისი ნაწილი აღარ იქნება გამოყენებული, რაც არ იქონიებს გავლენას პირობების დანარჩენი პუნქტების ნამდვილობაზე. 16.4. www.melo.delivery აქვს უფლება, ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები ამ პირობების ტექსტში და აღნიშნულის შესახებ აცნობოს მომხმარებელს www.melo.delivery-ს საინფორმაციო საშუალებების, მათ შორის ვებსაიტის, www.melo.delivery-ს ხელმისაწვდომი ნებისმიერი სხვა არხის ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით. 16.5. მხარეთა შეთანხმებით წინამდებარე პირობების შესრულების ადგილად მიჩნეულია www.melo.delivery -ს იურიდიული მისამართი. 16.6. იმ შემთხვევებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული პირობებით, მხარეები იხელმძღვანელებენ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით ან/და დამატებით შეთანხმებული პირობებით. კონტაქტი წესებსა და პირობებთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით.

© 2026 MELO. All rights reserved.