კონფიდენციალურობის პოლიტიკა
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკას. www.melo.delivery-ზე შემოსვლით თქვენ ეთანხმებით წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
კონფიდენციალურობის პოლიტიკა ეხება პერსონალურ მონაცემებზე არასანქცირებულ წვდომასთან დაკავშირებით www.melo.delivery -ს არსებულ დაცვის მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც www.melo.delivery უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვას და დამუშავებას, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
1. ტერმინთა განმარტება:
1.1. კონფიდენციალურობის პოლიტიკაში გამოყენებულ ტერმინებსა და განმარტებებს გააჩნიათ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა. გარდა იმ შემთხვევებისა, თუ დოკუმენტის კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ არ გამომდინარეობს:
1.1.1. ვებსაიტი – აღნიშნავს www.melo.delivery-ს, რომლის მეშვეობითაც ხდება სხვადასხვა მომსახურების გაწევა;
1.1.2. მომხმარებელი, მომხმარებლები – ნიშნავს www.melo.delivery -ზე რეგისტრირებულ ანგარიშის მქონე პირს;
1.1.3. კომპანია, ჩვენ ან ჩვენი – ნიშნავს www.melo.delivery-ს, რომელიც რეგისტრირებულია და არსებობს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სახელწოდება შპს მელო ჯორჯია, საიდენტიფიკაციო კოდი: 405644593 , რეგისტრირებული მისამართი: საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, ვაჟა ფშაველას გამზირი, N41, სართული I ან მასთან დაკავშირებულ ან მის ნებისმიერ შვილობილ პირს;
1.1.4. პერსონალური მონაცემი - ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს.
1.1.5. მონაცემთა დამუშავება - ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება.
1.1.6. მონაცემთა სუბიექტი - ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის შესახებაც მუშავდება მონაცემები.
1.1.7. მომხმარებლის თანხმობა - წინამდებარე დოკუმენტის მომხმარებლის მიერ გაცნობისა და მისი პერსონალური ხასიათის მონაცემების დამუშავების შესახებ გამოხატული ნება.
1.1.8. მესამე პირი - ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, საჯარო დაწესებულება.
1.1.9. პირდაპირი მარკეტინგი - ტელეფონის, ფოსტის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით მონაცემთა სუბიექტისთვის ინფორმაციის პირდაპირი და უშუალო მიწოდება ფიზიკური პირის ან/და იურიდიული პირის, საქონლის, იდეის, მომსახურების, სამუშაოს ან/და წამოწყების, აგრეთვე საიმიჯო და სოციალური თემატიკისადმი ინტერესის ფორმირების, შენარჩუნების, რეალიზაციის ან/და მხარდაჭერის მიზნით.
2. მონაცემთა დამუშავების საფუძვლები
2.1. ჩვენ მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საფუძვლებია:
2.1.1 მონაცემთა სუბიექტის თანხმობა
2.1.2. მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მომხმარებლისთვის მომსახურების გასაწევად
2.1.3. მონაცემთა დამუშვება აუცილებელია ჩვენ მიერ საქართველოს კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად
3. მონაცემთა დამუშავების პრინციპები, მიზანი და მოცულობა
3.1.1 პერსონალური მონაცემები მუშავდება მხოლოდ იმ მოცულობით, რაც საჭიროა მომსახურების გასაწევად და მის გასაუმჯობესებლად, პირდაპირი მარკეტინგისთვის, სიახლეების დასანერგად, მომხმარებელთან კომუნიკაციის დასამყარებლად და ეფექტური უკუკავშირის მისაღებად
3.1.2. ვებსაიტით სრულყოფილად სარგებლობისთვის, შესაძლოა, მოვითხოვოთ ისეთი ინფორმაციის მოწოდება, როგორიცაა თქვენი სახელი, ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა და მისამართი. ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ, ვიყენებთ იდენტიფიკაციისა და კონტაქტისთვის.
3.1.3 როდესაც www.melo.delivery-ს სტუმრობთ, ვაგროვებთ ინფორმაციას, რომელსაც თქვენი ბრაუზერი გზავნის. ის, შესაძლოა, შეიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას: თქვენი კომპიუტერის ინტერნეტ პროტოკოლის (IP) მისამართი; ბრაუზერის ტიპი; გვერდების მისამართები, რომლებიდანაც გვესტუმრეთ; თქვენი ვიზიტის დრო და თარიღი; პერიოდი, რომელიც გაატარეთ ჩვენს ვებსაიტზე თუ სხვა სტატისტიკა.
4. მესამე მხარე
4.1 ვებსაიტი შესაძლოა, შეიცავდეს ბმულებს, რომელთაც სხვა გვერდებზე გადაჰყავხართ. იმის გამო, რომ ამ გვერდებს ჩვენ არ ვაკონტროლებთ, გირჩევთ, გადახედოთ მათ “კონფიდენციალურობის პოლიტიკას” და მხოლოდ მას შემდეგ განაგრძოთ მისი გამოყენება.
5. ცვლილებები და დამატებები
5.1 www.melo.delivery-ს აქვს უფლება, დროდადრო შეცვალოს თავისი კონფიდენციალური პოლიტიკა. გირჩევთ, ხშირად შეამოწმოთ ვებსაიტი კონფიდენციალურობის პოლიტიკის ცვლილებებზე. თუ შეუმოწმებლად განაგრძობთ ვებსაიტით სარგებლობას, ეს ნიშნავს, რომ ეთანხმებით ამგვარ ცვლილებებს.